სმარტ აკადემიის სტუდენტებმა "ფილიპსის" ლოგოს რედიზაინის კონცეპტზე იმუშავეს
ახალი პროფესიის ათვისებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყენებ ამ ახალ ცოდნას პრაქტიკაში. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს გამოსცდი, თუ რამდენად რეალურად შეგიძლია კონკრეტულ სფეროში რეალური პროექტის შესრულება, ასევე, ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მომავალში, დამსაქმებელი შენით დაინტერესდეს.
დასახელებული გამოწვევების გათვალისწინებით, სმარტ აკადემიაში, წარმატებული კურსდამთავრებულებისათვის (ვინც 90+ ქულას დააგროვებს) პრაქტიკების ეტაპი დავნერგეთ.
გაგაცნობთ გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულების, მია ბაიდოშვილისა და რუსკა მექვაბიძის შთაბეჭდილებებს პრაქტიკების ნაწილთან დაკავშირებით.
მია აღნიშნავს, რომ პრაქტიკების პერიოდმა მას თავდაჯერებულობა შეჰმატა. „სწავლის პერიოდში, ბევრად რთულია წარმოდგენილი იდეის განხორციელება, რადგან ჯერ კიდევ სწავლობ ტექნიკურ მხარეს, პრაქტიკის ეტაპზე კი შეგიძლია, რომ გადმოსცე ჩანაფიქრი და რაც მთავარია, სიამოვნებაც მიიღო მუშაობის პროცესისგან“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც კურსის მსვლელობისას, პრაქტიკების პერიოდშიც სფეროს პროფესიონალები არიან ჩართულები მუშაობის პროცესში და სტუდენტებს აძლევენ რჩევებსა და შენიშვნებს შესრულებულ დავალებებთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ ამ ადამიანების სპეციალისტებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
“მენტორები იყვნენ ყველანაირად ჩართულები ამ პროცესში. ყველა საკითხში გვიზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას, რისი დამსახურებითაც, ვისწავლეთ და განვავითარეთ საკუთარ თავში ბევრი საჭირო რამ.“ - ამბობს რუსკა
პრაქტიკების პერიოდში, კურსდამთავრებულებს საკმაოდ დიდ გამოწვევასთან მოუწიათ გამკლავება, რაშიც იგულისმება ის, რომ მათ უნდა მოეხდინათ ერთ- ერთი უდიდესი ბრენდის, PHILIPS- ის ლოგოს რებრენდინგი.
“აღსანიშნავია PHILIPS- ის ლოგოს რებრენდინგზე მუშაობის პროცესი, რადგან რებრენდინგისას (ბრენდინგისგან განსხვავებით), მეტი ფაქტორია გასათვალისწინებელი- (რაზე საუბრითაც თავს არ შეგაწყენთ) საჭირო იყო დამეცვა ბალანსი. გავეცანი კომპანიისა და ლოგოს ისტორიას, ვიფიქრე, თუ როგორ შემემსუბუქებინა და თან არ დამეკარგა მნიშვნელოვანი ნაწილი და მივედი ჩემს კონცეფციამდე“- ამბობს მია.
მიასთან ერთად, PHILIPS- ის ლოგოს რებრენდინგზე, რუსკა მექვაბიძემ და მათე მანიამაც იმუშავეს.
„PHILIPS არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი. უნდა გამეკეთებინა რებრენდინგი და რამდენიმე პოსტი სოციალური მედიისათვის. მუშაობის პროცესი იყო სახალისო და საინტერესო. მაქსიმალურად ვცდილობდი კარგი შედეგი დამედო ჩემი იმდროინდელი გამოცდილებიდან გამომდინარე.“- გვიზიარებს რუსკა თავის შთაბეჭდილებას.
საინტერესო იყო მათე მანიას კონცეფცია და ნამუშევარიც PHILIPS-ის რებრენდინგზე.
"PHILIPS"- ის რებრენდინგზე მუშაობა საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო პრაქტიკებში ჩართული კურსდამთავრებულებისთვის, თუმცა, ამავდროულად საინტერესოც.
საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ დაგვენახა, თუ როგორი ხედვა ჩამოუყალიბდათ მათ, როგორც გრაფიკოს დიზაინერებს. ვფიქრობ, რომ შესანიშნავად გაართვეს თავი ამ დავალებას და კონცეფციურად და ტექნიკურადაც სწორი მიმართულებით წავიდნენ" - აღნიშნავს პრაქტიკების მენტორი, ნიკოლოზ მოლოდინაშვილი.
შესრულებული პროექტები და კურსდამთავრებულთა შეხედულებები ამტკიცებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დამუშავება.
“სმარტ აკადემია იყო ჩემი პირველი ნაბიჯი გრაფიკულ დიზაინში, ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე და პრაქტიკებამდე მივედი, რამაც ძალიან გამახარა. ჩემთვის კომფორტული და სასიამოვნოა ამ სფეროსთან სიახლოვე, განსაკუთრებით მიყვარს პროექტზე ფიქრი და იდეის ჩამოყალიბების პროცესი. ამ მხრივ, სწორედ სმარტ აკადემიის დამსახურებაა ის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მივიღე და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით“- ამბობს მია.თუ შენც გსურს, რომ გახდე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მოთხოვნადი და მრავალფეროვანი სფეროს სპეციალისტი და აღმოაჩინო შენს თავში ახალი შესაძლებლობები, მაშინ არ გადადო და მოასწარი ახლა გრაფიკული დიზაინის კურსზე დარეგისტრირება.